moveferot moxucebs


სოციალური პროექტი -„მოვეფეროთ მოხუცებს“
პოექტის ავტორი -ეკატერინე ზაბახიძე;
სკოლის დასახელება - სსიპ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ.სხვიტორის საჯარო სკოლა;
სამიზნე ჯგუფი - V- VI კლასის მოსწავლეები;
პროექტის დაწყების თარიღი - 8 ოქტომბერი  2019 წელი;
პროექტის დასრულების თარიღი - 15 ოქტომბერი;2019 წელი;
პროექტის აღწერა:  პროექტის განხორციელება განაპირობა იმან ,რომ ახალგაზრდა თაობამ მეტი პატივისცემა და მზრუნველობა გამოიჩინოს მხუცების მიმართ.ბავშვებს უჭირთ იმის გაცნობიერება,რომ შეუძლიათ თავიანთი სიტყვითა და საქციელით გამოხატონ დადებითი დამოკიდებულება მოხუცების მიმართ.საჭირო ხდება პიროვნული და მორალური აღზრდის მიმართულებით სხვადასხვა აქტივობების განხორციელება.სწორედ, ამ მიზნით გადავწვიტე სკოლაში სტუმრად მომეწვია ჩვენ სოფელში მცხოვრები მოხუცები და გამოგვეხატა ჩვენი დადებითი დამოკიდებულება მათ მიმართ.
   პროექტის მიზანი- სოფელში მცხოვრებმა მოხუცებმა ბავშვებისაგან თბილი და დადებითი დამოკიდებულება.მიიღონ  მათგან პატივისცემა და და მზრუნველობა.იგრძნონ,რომ საჭირონი არიან.ბავშვები კი მიხვდნენ,რომ შეუზლიათ სიხარული მიანიჭონ მოხუცებს. გაუხანგრძლივონ სიცოცხლე  და გაუხალისონ დღეები. აგრძნობინონ სიყვარული და გაუთბონ გულები.
პროქტის ამოცანები;
1.ხელოვნების გაკვეთილზე შექმნილი ნაკეთობებით მოხუცების დასაჩუქრება;
2.ვაკეთოთ მათთან ერთად ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები.
3.საკონცერტო ნომრების მომზადება მოხუცებისთვის;
4.მოხუცების მოწვევა და მათთვის კონცერტის მოწყობა;
პოექრის განხორციელების გზები-მოვაწყობთ საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვას.მოვიწვევთ მშობლებს, ახლობლებს,ნათესავებს,პედაგოგებს და გავყიდით ბავშვების მიერ გაკეთებულ სხვადასხვა ნივთებს.  შემოსული თანხით მოხუცებისათვის შევიძენთ ტკბილეულს.მუსიკის მასწავლებლის დახმარებით მოვამზადებთ მუსიკალურ ნომრებს,დავდგამთ მინი სპექტაკლს  და მოვიწვევთ მოხუცებს.გადავცემთ მათ ტკბილეულს და მოვუწყობთ ლამაზ საღამოს.
რესურსი- რაიმე განსაკუთრებული რესურსის საჭიროება არ ყოფილა.გამოვიყენეთ პროექტორი, ლეპტობი და კომპიუტერი.
 მოსალოდნელი შედეგები -პროექტის  წარმატებით განხორციელების შემთხვევაში გავახარებთ მოხუცებს მოწვევით.ვაგრძნობინებთ, რომ საჭირო და საყვარელი ადამიანები არიან.რომ გვახსოვს და ვცდილობთ გავუხალისოთ ცხოვრება.გავულამაზოთ ერთი ჩვეულებრივი დღე.მათი სტუმრობა ბავშვებისთვისავ დასამახსოვრებელი იქნება.ისინი დარწმუნდებიან,რომ შეუძლიათ სიხარული მიანიჭონ სოფელში მცხოვრებ მოხუცებს.გაიაზრებენ,რომ მათაც სჭირდებათ სითბო და სიყვარული,დახმარება და ყურადღება.
მონიტორინგი-  თვალყურის დევნება  და რეკომენდაციების მიცემა საორგანიოზაციო საკითხების მოგვარების პროცესში.
შეფასება-რამდენად კარგად შევძელით პროექტის დაგეგვმა და განხორციელება.შევძელით თუ არა ყველა საჭირო აქივობა წარმატებით შეგვესრულებინა.როგორ იმოქმედა მოცემული პროექტის განხორციელებამ მოხეცებსა და ბავშვებზე.საჭიროა თუ არა მომავალში მსგავსი აქტივობები ისევ დავგეგმოთ და განვახორციელოთ.
რეფლექსია   „მოვეფეროთ მოხუცებს“
პროექტი მიზნად ისახავდა სოფელში მცხოვრები მოხუცების მიმართ დადებითი დამოკიდებულების გამოვლენას. მათ მიმართ მზრუნველობისა და პატივისცემის გამოხატვას.
  8 ოქტომბერს, ხელოვნების გაკვეთილზე გამართული დისკუსია „რა არის თანადგომა’ გახდა საბაბი იმისა,რომ ეს პროექთი დაგვეგეგმა.15 ოქტომბერს კი სკოლაში მოხუცების მოწვევა ჩავნიშნეთ.მანამდე კი გვქონდა მოსამზადებელი პერიოდი.დავამზადეთ ხელნაკეთი ნივთები,მოვაწყვეთ სკოლაში გამოპენა-გაყიდვა.მოვიწვიეთ მშობლები და ნათესავები.გავყიდეთ ჩვენი ნაკეთობები და შეგროვილი თანხით შევიძინეთ ტკბილეული.მოვამზადეთ მუსიკალუღი ნომრები.სკოლაში მოწვწვამ მოხუცები ძალიან გაახარა.კონცერტის დაწყებამდე ბავშვებმა მოხუცები გაიცვნეს,უსვამდნენ კითხვებს მათი ბავშობის შესახებ.
ბავშვები ღელავდნენ,თუმცა კონცერთტი წარმატებით შედგა.მოხუცებმა ბავშვებთან ერთადაც შეასრულეს სიმღერები.კონცერტის ბოლოს კი მათ ტკბილეული გადასცეს.
     ვთვლი,რომ ეს დღე მნიშვნელოვანი იყო როგორც მოხუცებისათვის ასევე ბავშვებისათვის.მოხუცებმა იგრძნეს რომ ბავშვებმა მათ მიმართ სითბო და სიყვარული გამოამჟღავნეს.ბავშვებმა ირწმუნეს,რომ შესძლებიათ სიკეთის კეთება და თანადგომა.მზრუნველობა და პატივისცემის გამოხატვა.
   ვფიქრობ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდა.ვთვლი,რომ მომავალი თაობის მორალური და პიროვნული აღზრდის მიმართულებით ამგვარი პოექტების განხორციელებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს.  


Comments